რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ოლიმპიური კომიტეტი მზად არის, გადაუაროს ათასობით უდანაშაულო ადამიანის საფლავს

რუსეთმა 71 მედალი მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადაზე. აქედან 45 მოპოვებულ იქნა ათლეტების მიერ, რომლებიც რუსეთის ჯარის ცენტრალური სპორტის კლუბის წევრები არიან. ჯარი, რომელიც სჩადის სისასტიკეს, კლავს, აუპატიურებს და ძარცვავს. ეს ის ხალხია, რომელიც ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტს სურს, თეთრი დროშის ქვეშ დააყენოს და უფლება მისცეს, მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებებში. [...]

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, რუსეთის ომის დანაშაულები ნოხის ქვეშ შეყაროს არის მტკიცებულება, რამდენად მოწყვეტილნი არიან ოლიმპიური ღმერთები რეალობისგან. კომიტეტი მზად არის, ზედ გადაუაროს ათასობით უდანაშაულო ადამიანის საფლავს, რომლებიც რუსებმა მოკლეს და ახლაც კლავენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, დაუშვას რუსი და ბელარუსი ათლეტები, როგორც "ნეიტრალურები". აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე დაგმო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები