მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ვოლსკი: მკურნალობის კურსს არ იცავენ, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება ხილული იყოს

საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან, რომლებიც პერიოდულად აღიარებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მაზოხისტურ საქმიანობას ეწევა, თავისი თავის დაზიანების მიზნით და ყველამ ზუსტად იცის რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ვივამედს გააჩნია ის რესურსი, რომელიც საჭიროა მკურნალობისათვის. 

არსებობს გარკვეული მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული და იმისთვის, რომ როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ.

დღეს, 29 იანვარს, გიული ალასანიამ თქვა, რომ თხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ არის, არამედ სასჯელების გადავადება.

კომენტარები