რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: საფრანგეთი და იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე თანხმდებიან

REUTERS/Kacper Pempel/File Photo

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთი და იტალია უკრაინაში SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიუახლოვდა.

ჯერ კიდევ ნოემბერში კიევმა დასავლელ პარტნიორებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების, განსაკუთრებით SAMP/T-ის, მიწოდება სთხოვა.

SAMP/T-ის მიწოდებაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ თავის იტალიელ კოლეგას, გვიდო კროზეტოს იტალიაში შეხვდა. 

სისტემას ათეულობით სამიზნეს აფიქსირებას და, ამასთანავე, ერთადერთი ევროპული წარმოების იარაღია, რომელსაც ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შეუძლია.

"პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახლა საბოლოო ტექნიკური დეტალებზე ვთანხმდებით, რადგან ის რთული სისტემაა". - აღნიშნა დიპლომატმა გამოცემასთან.

კომენტარები