დონალდ ტრამპი

ტრამპი: ჯერ იქნება ტანკები, შემდეგ ბირთვული რაკეტები, ახლავე დაასრულეთ ეს გიჟური ომი

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოეხმაურა აშშ-ს გადაწყვეტილებას, უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკი გადასცეს. ტრამპის თქმით, ასეთი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა ბირთვულ ომს გამოიწვევს.

"ჯერ იქნება ტანკები, ხოლო შემდეგ ბირთვული რაკეტები. ახლავე დაასრულეთ ეს გიჟური ომი. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია"! – წერს ტრამპი.

გუშინ, 25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31ტანკს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართვის დროს ისაუბრა.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ ინიციატივას რეკომენდაცია თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაუწია.

ამასთან ერთად, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას 14 Leopard 2A6-ს გაუგზავნიან. როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, კიევი პარტნიორებისგან ჯამში 80-მდე ტანკს მიიღებს. ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. მსგავსი მოთხოვნა უკვე გამოაცხადა პოლონეთმა.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, უკრაინა პირველ ლეოპარდებს დაახლოებით 3 თვეში მიიღებს.

რუსეთს ეშინია, რომ დასავლეთი უკრაინას ახალი ტანკებისთვის ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს

კომენტარები