რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ვლადიმირ პუტინი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ჩემთვის არარაობაა

ვერ ვხვდები, რისთვის შევხვდეთ, რომ ხელი ჩამოართვათ? არ ვარ ამით დაინტერესბული. რომ ვილაპარაკოთ? მე ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. 

ვინ არის ის [ვლადიმირ პუტინი] ახლა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ? ჩემთვის ის არავინაა, არარაობაა.

[...] მათ არ სურთ მოლაპარაკებები და ასე იყო უკრაინაში შემოჭრამდე. პრეზიდენტმა პუტინმა ასე გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ომშია ჩართული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორც კი რუსეთი თავის ჯარებს თავის ტერიტორიაზე დააბრუნებს, ისინი აღიარებენ თავიანთ დიდ შეცდომებს და რუსეთის ფედერაციას ახალი მთავრობა ეყოლება. ჩვენ მეზობლები ვართ, მხოლოდ მაშინ მოვაგვარებთ ამ მდგომარეობას. მაშინ, ალბათ, მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Sky News-თან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

კომენტარები