წყალმომარაგების შეზღუდვა

საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ხვალ, 27 იანვარს საბურთალოს რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

27 იანვარს, დილის 10:00 საათიდან 28 იანვრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაჟა-ფშაველას და პეკინის გამზირის ნაწილს, ტაშკენტის, შარტავას, ზოვრეთის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, ისაკაძის, ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდესის, ვაზისუბნის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ჰეიდარ აბაშიძის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები