რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკკოლი: აშშ-მ უკრაინას უნდა გაუგზავნოს ტანკები, რათა გერმანიამ იგივე გააკეთოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, მაიკლ მაკკფოლმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატებმა უკრაინას მიაწოდოს ტანკები, რათა ამით გერმანიასა და სხვა ქვეყნებს იმავეს გაკეთება აიძულოს.

ABC-ის This Week-ში საუბრისას ტეხასელმა წარმომადგენელმა, მაიკლ მაკკოლმა განმარტა, რომ თუ აშშ უკრაინას მიაწვდის Abram-ის ტანკებს - ერთს მაინც, ამას დომინოს ეფექტი ექნება. 

"როგორც მე მესმის, გერმანია ჩვენგან პირველობას მოელის". - აღნიშნა მან.

ბერლინმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ Leopard-ის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო იმაზე, დათანხმდებოდა თუ არა აშშ უკრაინაში Abram-ის ტანკების გაგზავნას. თუმცა გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ მას "ამ შეთანხმების" შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები