ესპანეთი

ათასობით ადამიანი ესპანეთის მთავრობის წინააღმდეგ აქციას მართავს

Reuters

ათასობით ადამიანი ესპანეთში პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.

პროტესტანტები, რომელთაც მხარს მემარჯვენე მოძრაობები და კონსერვატიული პარტიები უჭერენ, მთავრობას კონსტიტუციის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ. აქციის ლოზუნგი შემდეგია: "ესპანეთისთვის, დემოკრატიისა და კონსტიტუციისთვის".

ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 30 000 ადამიანმა მიიღო. ორგანიზატორების თქმით, კი პროტესტში მონაწილეობას 700 000 ადამიანი იღებდა. 

აქციის მონაწილეები მთავრობას აკრიტიკებენ კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა გათავისუფლებისა და სეპარატისტულ პარტიებთან შეთანხმებებში მონაწილეობის გამო.

ამასთან, მემარჯვენე პარტიებისთვის მიუღებელია ამბოხის წაქეზების დანაშაულზე სასჯელის შემსუბუქება. ამ მუხლით კატალონიის 9 ლიდერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2019 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის არაავტორიზებულ რეფერენდუმსა და ხანმოკლე დამოუკიდებლობის გამოცხადებაში მონაწილეობისთვის პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები