სანა მარინი

სანა მარინი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება – ფინური მედია

ფინურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოციალისტ-დემოკრატები ფინეთის მთავრობის მეთაურად ევროპარლამენტში 2024 წლის არჩევნებისთვის ფინეთის პრემიერმინისტრს, სანა მარინს განიხილავენ.  

მედია, ასევე, წერს, რომ სანა მარინი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება.  

მარინის ლიბერალური ღირებულებები და, ამასთანავე, რუსეთის წინააღმდეგ მისი მკაცრი პოზიცია განიხილება, როგორც შესანიშნავი კომბინაცია მხარდამჭერთა მოსაზიდად სხვა საპარლამენტო ჯგუფებისა და აღმოსავლეთ და დასავლეთის წევრი ქვეყნებიდან.

ჟურნალისტების ცნობით, პარლამენტსა და ბრიუსელში მარინი იმ იშვიათ პოლიტიკოსთა რიცხვში ითვლება, რომელიც არც სკანდალებში არაა გახვეული და ამის პარალელურად კი პოპულარულია ევროპაში.

კომენტარები