საგარეჯო

"სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო" – გომელაური საგარეჯოზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო პირია და მან სამსახური 2021 წელს დატოვა. 

"ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2006 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ 21 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს".- თქვა გომელაურმა. 

მინისტრმა სპეცოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ხელყუმბარებიც ჰქონდა.

"სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება. მოუწოდეს დანებებისკენ, მაგრამ იგივე გასროლა გააკეთა რამდენიმე. როდესაც პოლიციამ კარები შეაღო. გასროლის ხმა იყო და გადაწოლილი იყო საწოლზე. იარაღი გვერდით იდო, რაც დააფიქსირეს. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე იყო ხელყუმბარის რგოლები. რა თქმა უნდა, გამოვიძახეთ გამნაღმველები". - ამბობს გომელაური. 

მისივე თქმით, თავდამსხმელის შვილის დაკითხვა მიმდინარეობს. 

"შვილი ვერაფერს გვეუბნება. რომ გამოვიქეცი სახლიდან, წინა მხარეს უკვე გვამები, ბიჭები იყო უკვე დაყრილებიო. გამოვიქეცი მეო, ვერაფერს გვეუბნება".- ამბობს გომეალაური. 

კომენტარები