ისრაელი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ჩასვლაზე კულებას მიწვევა მიიღო – მედია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტო კულებასთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კიევს ესტუმროს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

კიევში გამგზავრების შემთხვევაში, კოენი ისრაელის უმაღლესი რანგის პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვევა.      

კულებასთან სატელეფონო საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 60 დღეს ვადაში კიევში ისრაელის საელჩოს გახსნის.

როგორც კულება Twitter-ზე წერს, კოენთან საუბრის დროს "საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები და საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გზები განიხილეს".

ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ირანული წარმოების იარაღის გამოყენების გამო, კოენმა უკრაინას მოუწოდა, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდეს.

ამას გარდა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ ევროპამ აღნიშნული შეიარაღებული ძალა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

კომენტარები