რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინაში დამარცხების შემთხვევაშიც საფრთხედ დარჩება – NATO

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალი რობ ბაუერის თქმით, რუსეთი საფრთხედ დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ძალები უკრაინაში დამარცხდებიან.

"როგორიც არ უნდა იყოს ომის შედეგი, რუსებს დიდი ალბათობით მსგავსი ამბიციები ექნებათ... ამიტომ საფრთხე არ ქრება". – აღნიშნა ბაუერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისივე ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი სამხედრო ძალას აღიდგენს. თუმცა, NATO-ს ამ პროცესის ხანგრძლივობის შესაფასებლად დრო დასჭირდება. 

"ასე რომ, ეს შემდგომში, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ჩვენს გეგმებზე". – დასძინა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები