რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი NATO-ს: რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში ბირთვულ ომს უნდა ელოდოთ

Telegraph

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა NATO-ს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ალიანსი ბირთვულ ომს უნდა ელოდოს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილემ კი, მედვედევის მსგავსად, აღნიშნა, რომ რუსეთის განადგურების მცდელობა მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მედვედევმა არაერთხელ ისაუბრა ბირთვული კატასტროფის საფრთხეზე, მაგრამ მისი ახალი აღიარება რუსეთის დამარცხების შესაძლებლობის შესახებ მიუთითებს უკრაინაში დასავლური იარაღის გაზრდილი მიწოდების გამო მოსკოვის შეშფოთებაზე.

"ატომური იარაღის მფლობელის დამარცხებამ ომში შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს". - აღნიშნა მედვედევმა. 

მედვედევმა თქვა, რომ  NATO-სა და სხვა თავდაცვის  ძალების ლიდერებმა, რომლებიც 20 იანვარს გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე შეხვდებიან, განიხილავენ სტრატეგიასა და მხარს დაუჭერენ დასავლეთის მცდელობას, დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში, მათი პოლიტიკის რისკებზე უნდა იფიქრონ.

"ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, რომლებზეც მათი ბედი იყო დამოკიდებული". - დამატებით თქვა მედვედევმა. 

კომენტარები