რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე: უშიშროების სამსახურს ყველა გარემოების გარკვევა დაევალა

ენით აღუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

უკრაინის უშიშროების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ყველა ოჯახს და მეგობრებს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდად განისვენეთ. მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი FACEBOOK-ზე წერს. კიევის ოლქში, ბროვარიში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე, ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი. 

კომენტარები