2023 წელს გარდაცვლილები

95 წლის ასაკში იტალიური კინოს ლეგენდა ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა

CNN

95 წლის ასაკში იტალიური კინოს ლეგენდა ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა.

ლოლობრიჯიდამ სამსახიობო კარიერა 1946 წელს დაიწყო. 1947 წელს მის იტალიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი დაიკავა. საყოველთაო პოპულარობა 50-იან წლებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ნათამაშები აქვს ფილმებში ფანფან-ტიტა, პური, სიყვარული და სიზმრები, პური, სიყვარული და ეჭვიანობა, კუზიანი ნოტრ-დამიდან. 1960-70-იან წლებში დაკავდა ფოტოჟურნალისტიკით, გამოუშვა რამდენიმე ფოტოალბომი. 1986 წელს იყო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე. სამსახიობო კარიერა დაასრულა 90-იან წლებში. მიღებული აქვს BAFTA, ოქროს გლობუსი და დავიდ დი დონატელოს სამი ჯილდო. 2018 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მსახიობს ვარსკვლავი გაუხსნეს.

90-იან წლებში იყო UNICEF-ისა და UNESCO მოხალისე. 1999 წელს კენჭი იყარა ევროპარლამენტში, თუმცა მისმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა. 2022 წელს 95 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა იტალიის საპარლამენტო არჩევნებში.

კომენტარები