გერმანია

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოლაფ შოლცს გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა

კრისტინ ლამბრეხტი
REUTERS/Fabrizio Bensch

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლც გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ლამბრეხტის მიერ თანამდებობის დატოვება სოციალურ მედიაში გავრცელებულ საახალწლო მიმართვას უკავშირდება, რომელიც გერმანული პრესის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

საახალწლო მიმართვაში, ფოიერვერკების ხმაურის ფონზე, ლამბრეხტი უკრაინაში მიმდინარე ომსა და სარაკეტო თავდასხმებზე საუბრობდა.

მიმართვის გავრცელების შემდეგ ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლები ოლაფ შოლც ლამბრეხტის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდებდნენ. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრების შეფასებით, მინისტრმა სახალაწლო მიმართვაში ომზე სასაუბროდ არასწორი ტონი შეარჩია.

აღსანიშნავია, რომ კრისტინ ლამბრეხტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მსგავსად სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია.

კომენტარები