რუსი ოლიგარქები

როგორ ერთობიან რუსი ძალოვანების შვილები ომის დროს საზღვარგარეთ - INSIDER

"ყველა ნიღაბი მოხსნილია და ჩვენთვის აშკარაა, რომ ნატოს ბლოკი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს როგორც რუსეთის, ასევე ჩვენი მოკავშირის, ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ”. - თქვა გასულ ზაფხულს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა. იმ ზაფხულს, მისი ქალიშვილი ვერონიკა შვებულებაში წავიდა თურქეთში, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა. 

ნარიშკინის ქალიშვილის ინსტაგრამი საზოგადოებისთვის დახურულია, მაგრამ Insider-მა მისი უახლოესი მეგობრის ვიქტორია კოსოლაპოვას ანგარიში აღმოაჩინა. 

ვიქტორია და ვერონიკა ხშირად ერთად მოგზაურობენ და Instagram გვერდზე მათი ერთობლივი შვებულების სურათებს იტალიაში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ხშირად აქვეყნებენ.


ომის დაწყების შემდეგ ის ასევე იყო სეიშელის კუნძულებზე. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. როგორც ჩანს, საგარეო დაზვერვის უფროსის ოჯახის წევრები სანქციების სიაში არ შედიან.

თავდაცვის მინისტრის შვილი დუბაიში

რუსეთს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ქალიშვილი საახალწლო არდადეგებზე დუბაიში გაემგზავრა. Insider-მა გაავრცელა მისი ფოტო არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ფოტო ქმარმა, ბლოგერმა, ალექსეი სტოლიაროვმა გამოაქვეყნა.

ქსენიას უზრუნველი ცხოვრება მამის კორუმპირებულ კავშირებს უკავშირდება. Insider-ის ინფორმაციით, ის ფლობდა საინვესტიციო კომპანია Capital Performance-ს, რომელმაც ბიუჯეტიდან მილიარდები მიითვისა. ქსენიას პომპანია სახელმწიფო მძღოლების ფასიან სამედიცინო გამოკვლევებზე იყო პასუხისმგებელი და ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოსგან სტადიონების, ხიდებისა და გზების ასაშენებლად მიიღო ნებართვა. 

ის, ასევე, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გაზპრომბანკის თავმჯდომარის მოადგილის მრჩეველი იყო და გახდა მმართველი პარტნიორი ფონდში, რომელსაც ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი მართავდა. ევტუშენკოვიც და ტიმჩენკოც თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორები არიან.

რუს პოლიტიკოს ვლადიმირ ჯაბაროვის ანტიამერიკელი ვაჟი აშშ-ში ისვენებდა

პოლიტიკოსის ვაჟი და მისი ცოლი სოფია ჩელოიანცი კალიფორნიაში ისვენებდნენ. ისინი სან ფრანცისკოს და ლოს ანჯელესს ეწვიენ.

ორმაგი მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა მონაცემზე დაყრდნობით, სენატორის რძალს სოფია ჩელოიანცს ისრაელის პასპორტი აქვს.

ჯაბაროვის შვილი, მამისგან განსხვავებით, სანქცირებულთა შორის არ მოხვდა. ამრიგად, ის დასავლეთის ქვეყნებში ისევ მოგზაურობს. ომის პერიოდში მან გამოაქცეყნა ფოტოები შვედეთიდან და ნორვეგიიდან. ალექსანდრი ბოლო პერიოდში ასევე თურქეთსა და დუბაიში იმყოფებოდა.

ვლადიმირ ჯაბაროვი FSB-ში მსახურობდა და გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ის ხელმძღვანელობდა FSB-ის ეკონომიკური უსაფრთხოების საკრედიტო და ფინანსური სისტემის კონტრდაზვერვის სამსახურს. ჯაბაროვის კარიერული სვლების მთავარი ლობისტი იგორ საგირიანი იყო. საგირიანი 2009 წლამდე იყო Renaissance Capital ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც ჯაბაროვი ვიცეპრეზიდენტად დანიშნა. შემდეგ საგირიანი კომპანიების ჯგუფს Troika Dialog-ს ხელმძღვანელობდა, სადაც ჯაბაროვი, ასევე, ვიცეპრეზიდენტი გახდა. Insider-ის ცნობით, Troika Dialog, რუსული ელიტის, მათ შორის თავად პუტინის ჩართულობით, ფულს ათეთრებდა.

იგორ საგირიანი, რომელიც Troika Dialog-ის მეშვეობით რუსული ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა, პუტინს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაეხმარა და სანკტ-პეტერბურგში Crédit Lyonnais-ის ფილიალის გახსნას ხელი შეუწყო. ბანკი გამოიყენებოდა დიდი ოდენობით კორუფციული ფულის საზღვარგარეთ გასატანად. დღეს საგირიანს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სენატორ ჯაბაროვთან, ლონდონში ბიზნესი აქვს. საგირიანის ოჯახი აკონტროლებს Ping-Pong-ის რესტორნების ქსელს; თავად საგირიანს აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა და ცხოვრობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოსა და სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერის ალექსანდრ ჟუკოვის შვილები

ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვაჟმა სერგეი მატვიენკომ თავისი კაპიტალი მაშინ გამოიმუშავა, როცა დედამისი სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი იყო. სერგეიმ სახელმწიფო კონტრაქტებით  მილიარდობით რუბლი შთანთქა. მან კონტრაქტები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში საკანალიზაციო სისტემების შეკეთების მიზნით დადო.

ულიას, მატვიენკოს შვილის მეუღლეს, იტალიაში, საოჯახო ვილებში დასვენება უყვარს. ფედერაციის საბჭოს სპიკერის რძალმა საახალწლო არდადეგები მალდივებში,სასტუმრო Waldorf Astoria Maldives Ithaafushi-ში გაატარა.

სახელმწიფო დუმის ვიცესპიკერის, ალექსანდრ ჟუკოვის რძალმა შემოდგომა საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გაატარა, საახალწლოდ კი ბალიში გაემგზავრა.

გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ვაჟი 

Insider-მა პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას შორის ისეთი ადამიანიც იპოვა, რომლის ნათესავიც ყირიმში (ფაქტობრივად, ასევე საზღვარგარეთ, მაგრამ, კრემლის თანახმად, "პატრიოტულად” ) დასვენებას ამჯობინებს. ფოტოს ყირიმიდან გერასიმოვის ვაჟის ცოლი აქვეყნებს.

 

კომენტარები