ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია აღმოაჩინეს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის ვიდეოკონფერენციაზე, 8 მაისი, 2022.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია აღმოაჩინეს იმ ოფისში, რომელსაც ბაიდენი ვიცეპრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში იყენებდა. 

ამის შესახებ კომენტარი თეთრ სახლს და იუსტიციის დეპარტამენტმს ჯერ არ გაუკეთებიათ.

NBC News-თან საუბრისას ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, რომ საიდუმლო დოკუმენტების სხვადასხვა ლოკაციაზე ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში, ბაიდენის ყოფილ ოფისში, პირველად აღმოაჩინეს საიდუმლო დოკუმენტები.

გუშინ, 11 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქმვა, რომ იგი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია. ამ საკითხზე პრეზიდენტმა მექსიკისა და კანადის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

ბაიდენმა განმარტა, რომ ის საიდუმლო დოკუმენტების საკითხს სერიოზულობით ეკიდება და ამ კონკრეტული საბუთების შინაარსთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მისივე თქმით, იგი თავის გუნდთან ერთად გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მალე პასუხებიც გამჟღავნდება.

“ჩვენ მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ, რომელიც იმედია, მალე დასრულდება”. - თქვა კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა. 

საქმე ეხება დოკუმენტებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ს შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, “პენ ბაიდენის ცენტრის ოფისში” აღმოაჩინეს. აღნიშნულ ოფისს ბაიდენი 2017 წლის შუალედური არჩევნების დროს იყენებდა, როცა იგი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

დოკუმენტების შენახვისთვის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს რესპუბლიკელებმა, რადგან მანამდე ანალოგიური ბრალდებით იგი ტრამპს სთხოვდა პასუხს. თეთრი სახლის დატოვების შემდგომ ტრამპი ასობით საიდუმლო დოკუმენტს ფლორიდის რეზიდენციაში ინახავდა.

კომენტარები