მე მუდმივად ვლაპარაკობდი არაფორმალურ ცენტრზე, საიდანაც იმართება... ვანო მერაბიშვილი, ცხადია, მონაწილეობს ამ [ენმ-ს] არჩევნებში, ოღონდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ირჩევს არა დემოკრატიულ გზას - რომ გამოვიდეს, ღიად ისაუბროს, თავისი ხედვები ღიად წარუდგინოს ქართველ მაყურებელს, ჟურნალისტებს უპასუხოს შეკითხვებზე, მათ შორის, ყველაზე მწვავე შეკითხვებზე, რაც არის იმ მიღწევებზეც, რაც გვქონია სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა გარდაქმნების კუთხით, მაგალითად, პატრულთან, პოლიციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით... ეს კი არ სურთ, ახლა სურთ, რომ ფარდის უკანა მმართველობა იყოს და, რეალურად, პოლიტიკური ტორპედოებით მოახდინონ ოპერირება და ენმ-ზე გავლენების მოხდენა. ეს არის გამორიცხული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
წიკლაური: მერაბიშვილი ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობს, სურთ, ფარდის უკანა მმართველობა იყოს
tbl.ge/68ju
დაკოპირდა

ამბობს ტელეკომპანია პირველთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური პარტიაში დაგეგმილ არჩევნებსა და მასში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის როლზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობავანო მერაბიშვილინუგზარ წიკლაურიარჩევნები ენმ-შიენმ-ს არჩევნებილევან ხაბეიშვილი
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




