ოქროს გლობუსი 2023

კოლინ ფარელი ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა

Deadline

ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ჯილდო კოლინ ფარელს გადასცა.

ფარელმა ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცის(მიუზიკლი ან კომედია) კატეგორიაში, ფილმ Banshees of Inisherin-ში შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. მარტინ მაკდონას ახალი ფილმი კიდევ შვიდ კატეგორიაშია წარდგენილი.

კოლინ ფარელისთვის ეს მესამე ნომინაცია და მეორე გამარჯვებაა. 2009 წელს მსახიობმა In Bruges-ში შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა. In Bruges ასევე მარტინ მაკდონას მიერ არის გადაღებული. 

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები