თბილისის მერია

თბილისის მერია: ინტენსიურად იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემა შეიქმნა.

მერია აცხადებს, რომ შპს თბილსერვის ჯგუფი, 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. ასევე, ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.

"მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს თბილსერვის ჯგუფისა და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22".- აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები