რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას VAMPIRE-ის მრავალმიზნობრივ სარაკეტო დანადგარებს გადასცემს

კომპანია l3Harris Technologies-მა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისგან $40 მილიონის ოდენობის კონტრაქტი მიიღო, რათა უკრაინას 14 VAMPIRE-ის მრავალმიზნობრივი იარაღის სისტემა გადასცეს.

VAMPIRE-ის პორტატიული სისტემა უკრაინის სახმელეთო ძალებს საშუალებას მისცემს ჩამოაგდოს რუსული დრონები და ხმელეთზე მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი საფრთხისგან დაიცვას თავი. ასევე, ის დაეხმარება უკრაინას, თავდასხმებისგან დაიცვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

კონტრაქტის მიხედვით, კომპანიამ თავდაცვის დეპარტამენტს 4 VAMPIRE სისტემა 2023 წლის შუისთვის, ხოლო 10 წლის ბოლომდე უნდა გადასცეს. 

გუშინ, 9 იანვარს  უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმიამ დონბასში ოკუპანტების შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. 

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკასა და ჩერვონოპოპოვკას დასახლებებში მოიგერიეს. ასევე, ოკუპანტებმა წინააღმდეგობის ფონზე დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებაზე თავდასხმა ვერ შეძლეს.

ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ძალების სამი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მიუხედავად მოგერიებული თავდასხმებისა, გენშტაბის ანგარიშში წერია, რომ მთელ უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე არსებობს. ასევე, მათი ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინის არმიას ბახმუტის, ნოვოპავლოვსკი, ავდეევსკისა და ლიმანსკის მიმართულებით უტევენ.

კომენტარები