რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჰაბეკი: გამორიცხული არ არის, რომ მომავალში კიევს Leopard-ის ტიპის ტანკები მივაწოდოთ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ვიცეკანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ბერლინმა კიევს Leopard-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს

"რა თქმა უნდა, ეს არ არის გამორიცხული". - თქვა ჰაბეკმა. 

ჰაბეკის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს აშშ-ში გერმანიის ელჩმა, მილი ჰაბერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეას გადასცემს.

Marder ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რომელსაც გერმანული სამხედროები 1970-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ. ქვეითთა საბრძოლო მანქანა მძიმედ შეიარაღებული ჯავშანმანქანაა, რომელიც ბრძოლის ველზე ჯარისკაცების გადასაადგილებლად გამოიყენება. ის ჩვეულებრივ მთავარ საბრძოლო ტანკებთან ერთადაა განლაგებული.

"ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ომის დაწყებიდან ჩვენ უფრო მეტად გავაფართოვეთ მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით. ლოგიკურია, რომ ჩვენც გადავდგათ ეს ნაბიჯი. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი რუსეთის თავდასხმისგან და ჩვენ მოვალეობაა დავეხმაროთ მას ამაში". - თქვა გერმანიის ვიცეკანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა.

კომენტარები