ლიზა ქისტაური

ბელგიის პოლიციამ ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დაადასტურა

ლიზა ქისტაური

ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა".- აცხადებს უწყება. 

ამ დროისთვის გარდაცვალების გარემოებები უცნობია. 

ფორმულა ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა და დანაშაულის ნიშნები არ ჩანს. 

"გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები".- აცხადებს ბელგიის პროკურატურა ფორმულას ცნობით. 

კომენტარები