500 დღეა ლაპარაკია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ლაპარაკია იმაზე, რომ ის ხვალ-ზეგ გარდაიცვლება, რომ მას უკვე ცხედრის სუნი ასდის, რომ ფერი შეიცვალა, რომ გონებას კარგავს. მთელი რიგი ასპექტებიდან გამომდინარე, მე პირადად მაქვს საფუძველი, ვიფიქრო და ვილაპარაკო, რომ ეს არის ელემენტარული სიმულაცია, მითუმეტეს, იგი უარს აცხადებს ყოველგვარი ანალიზის გაკეთებაზე. რაც შეეხება მოწამვლის თემას, რომელზეც მისი ადვოკატი, გარემოცვა, თუ თავად საუბრობს, ეს აშკარა თაღლითობაა, რომელსაც საზღვარი არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილი
ვოლსკი: 500 დღეა ლაპარაკია, რომ სააკაშვილი გარდაიცვლება, ცხედრის სუნი ასდის, ფერი შეიცვალა
tbl.ge/68dj
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




