უბედური შემთხვევა

ჯერემი რენერი საავადმყოფოში მოხვდა, მსახიობის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია

Fox News

შურისმაძიებლების მსახიობი ჯერემი რენერი საავადმყოფოში მოხვდა. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია.

Marvel-ის კინოსამყაროს ვარსკვლავი თოვლის გაწმენდისას დაშავდა. მსახიობი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. უბედური შემთხვევის ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

"ვადასტურებთ რომ ჯერემი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია. მან მიიღო ტრავმები თოვლის გაწმენდისას. ოჯახი მის გვერდით არის". – ამბობს მსახიობის წარმომადგენელი Hollywood Reporter-თან ინტერვიუში.

51 წლის მსახიობი ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული. პირველად ფილმ Hurt Locker-ში შესრულებული მთავარი როლისთვის და მეორედ The Town-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. რენერს კომიქსების მოყვარულები Marvel-ის ფილმებში შესრულებული კლინტ ბარტონის, იგივე ჰოკაის როლით იცნობენ.

კომენტარები