მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მომწამლეს ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას, სადაც მოულოდნელად გავხდი ცუდად

ჩემი მოწამვლა უდავოდ არის დადასტურებული ორი ამერიკული ლაბორატორიისა და წამყვანი ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის მიერ. 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პუტინისთვის იყო ხელსაყრელი, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ აღმოჩნდა, სრულად აკონტროლებს საქართველოში ხელისუფლებას. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო კონტროლის ეს დონე.  

მოწამვლა მოხდა ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად გავხდი ცუდად, და, როგორც რეანიმატოლოგმა მოგვიანებით მითხრა, სასწაულია, რომ არ მოვკვდი. თუმცა, მოწამვლამ ძალიამ რთული სიმპტომები გამოიწვია. თუ დაკავების დროს 120 კილო ვიყავი, ახლა 72 კილო ვარ. 

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედია უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში

კომენტარები