ირანი

ირანში 100 დაკავებულს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ოსლოში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია (IHR) წერს, რომ ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სულ მცირე 100 ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

სიკვდილის დასჯის საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობა ბევრად მეტია, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ბრალდებულების  ოჯახებს ჩუმად ყოფნა მუქარით აიძულეს. 

დეკემბერში უკვე ორი მამაკაცი დასაჯეს სიკვდილით. 

მაჯიდრეზა რაჰნავარდი სიკვდილით 12 დეკემბერს დილით, ქალაქ მაშჰადში დასაჯეს. ის დაკავებიდან 23 დღის შემდეგ ჩამოახრჩვეს. 

სასამართლომ ის “ღმერთის წინააღმდეგ მტრობის” ბრალდებით მას შემდეგ გაასამართლა, რაც, მათი ცნობით, დადგინდა, რომ რაჰნავარდიმ  “ბასიჯის” ორი წევრი დანით მოკლა. 

უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, მომიტინგეებს სიკვდილს გაყალბებული სასამართლო პროცესების ხარჯზე უსჯიან.

კომენტარები