NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
2022 წლის საუკეთესო ფოტოები

2022 წლის 50 გამორჩეული ფოტო

ოთხშაბათი, 28 დეკემბერი, 2022 - 20:20
2022 წლის საუკეთესო ფოტოები

2022 წლის 50 გამორჩეული ფოტო

ოთხშაბათი, 28 დეკემბერი, 2022 - 20:20
tbl.ge/686m
დაკოპირდა

2022 წელს მსოფლიომ არაერთი ისტორიული მოვლენა იხილა, მათ შორის, ნაწილი ტრაგიკული, ნაწილი კი იმედის მომტანი. ტაბულა გთავაზობთ 50 ფოტოს, რომელიც მიმდინარე წლის გამორჩეულ მომენტებს აერთიანებს.

ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა კრემლში. ომის დაწყებამდე 17 დღით ადრე. [7 თებერვალი] Sputnik/AFP/Getty Images
ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანის, ეტნას ამოფრქვევა. [10 თებერვალი] Salvatore Allegra/AP
ჰიპ ჰოპ არტისტები Snoop Dogg და Dr. Dre აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ფარგლებში, ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართულ კონცერტზე. [13 თებერვალი] Frederic J. Brown/AFP/Getty Images
15 წლის რუსი მოციგურავე, კამილა ვალიევა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლისას რამდენჯერმე დაეცა. ოლიმპიადის დაწყების წინ ვალიევა ოქროს მედლის მოპოვების მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა, ორი თვით ადრე სხვა რუს სპორტსმენებთან ერთად დოპინგის სკანდალში გაეხვა. [17 თებერვალი] Anne-Christine Poujoulat/AFP/Getty Images
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ფოტო, აფეთქება კიევში. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და თავდასხმა ერთდროულად რამდენიმე ქალაქზე მიიტანა. [24 თებერვალი] Ukrainian President's Office
უკრაინის ქალაქ ჩუგუევში, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი. [24 თებერვალი] Aris Messinis/AFP/Getty Images
რუსი ჯარისკაცის გვამი რუსულ ტანკთან, ქალაქ ხარკოვის შემოგარენში. [25 თებერვალი] Tyler Hicks/The New York Times/Redux
ჯარისკაცების გვამები ტანკში, ბუჩა, კიევის შემოგარენი. [1 მარტი] Serhii Nuzhnenko/AP
უკრაინაში მებრძოლი გიორგი ქებურია, ოდესიდან ლვოვში მატარებლით მიმავალ ცოლ-შვილს აცილებს, თავად კი რუსეთთან ომში მიემართება. [5 მარტი] Salwan Georges/The Washington Post/Getty Images
ასობით უკრაინელი რუსეთის მიერ ქალაქ ირპინზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დანგრეული ხიდის ქვეშ. [5 მარტი] AP/Emilio Morenatti
მაშველებს მარიუპოლის დაბომბილი საავადმყოფოდან ორსული ქალი გამოჰყავთ. მოგვიანებით ქალი და ბავშვი დაიღუპნენ. [9 მარტი] Evgeniy Maloletka/AP
თავის მოვლის საშუალებების ინფლუენსერი მარიანა ვიშემირსკი მარიუპოლში, დაბომბილი საავადმყოფოს წინ. მისი ფოტო კრემლმა ომის შესახებ სიცრუისა და პროპაგანდის გავრცელებაში გამოიყენა. [9 მარტი] AP
დოლბის თეატრში ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა. [27 მარტი] Myung Chun / Los Angeles Times
ამერიკული ნიანგი კოსტა რიკაში, მდინარე ტარკოლესში. [31 მარტი] Luis Acosta/AFP/Getty Images
მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები ბუჩაში, კიევის შემოგარენში. ფოტოების გავრცელების შემდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო. [4 აპრილი] Daniel Berehulak/The New York Times/Redux
ნიუ იორკში, ბრუკლინის მეტროში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 29 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი, 62 წლის ფრენკ ჯეიმსი მეორე დღეს დააკავეს. [12 აპრილი] Armen Armenian/Reuters
ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდს სასამართლო პროცესის დროს. აპრილში დაწყებული სასამართლო დავა საბოლოოდ ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა [21 აპრილი] Jim Lo Scalzo/Pool Photo
კადრი აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გასვენებიდან. [27 აპრილი] Brendan Smialowski/Pool/Reuters
აზოვსტალის მებრძოლისა და ფოტოგრაფის, დმიტრო კოზაცკის ფოტო, რომელიც მან ტყვედ ჩავარდნამდე გამოაქვეყნა. ფოტომ არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. [მაისი] Dmytro ‘Orest’ Kozatsky/Azov regiment
კიმ კარდაშიანი Met Gala 2022-ზე მერილინ მონროს კაბით გამოცხადდა. [2 მაისი] Getty Images
რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის ყვავილებით შემკობის მცდელობის დროს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წითელი საღებავი შეასხეს. [9 მაისი] Wojtek Radwanski/AFP/Getty Images
პრინცი ჩარლზი ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინის გვერდით, ბრიტანეთის პარლამენტის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც დედოფალი ელისაბედ მეორე ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო, 1963 წლის შემდეგ პირველად ვერ დაესწრო. [10 მაისი] Ben Stansall/Pool/AP
ისრაელის პოლიცია არბევს პალესტინელებს, რომლებსაც ალ ჯაზირას ჟურნალისტის, შირინ აბუ აკლეჰის კუბო მიაქვთ. ქალ ჟურნალისტს ტყვია მაშინ მოხვდა, როცა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის რეიდებს აშუქებდა [13 მაისი] Maya Levin/AP
აბორტის კონსტიტუციური უფლების მომხრე დემონსტრანტები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოხსენებული უფლების გააუქმებიდან 2 კვირის შემდეგ, ბრუკლინის ხიდის ქვეშ. [14 მაისი] Yuki Iwamura/AFP/Getty Images
Boeing-ის Starliner-ის მეორე სატესტო გაშვება. ფლორიდა [19 მაისი] John Raoux/AP
მტვრიანი ქარიშხალის ნაკადი ქუვეით სითის თავზე. [23 მაისი] Yasser Al-Zayyat/AFP/Getty Images
შვეიცარიის ტროპიკარიუმში დაბადებული უიშვიათესი ალბინოსი გალაპაგოსის გიგანტური კუ [3 ივნისი] Fabrice Coffrini/AFP/Getty Images
კუზიანი ვეშაპი ტონგას კუნძულებთან [21 ივნისი] Erez Beatus/Solent News/Shutterstock
ბუდაპეშტში, ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე, სინქრონულმა მოცურავემ ანიტა ალვარესმა გონება დაკარგა და ჩაიძირა, 30 წლის სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა გადაარჩინა [22 ივნისი] Oli Scarff/AFP/Getty Images
იაპონიის ყოფილ პრემიერს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. 67 წლის პოლიტიკოსი სისხლის დაკარგვის გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. [8 ივლისი] Kyodo News/AP
ტელესკოპ James Webb-ის მიერ კოსმოსისთვის გადაღებული ფოტო [12 ივლისი] NASA/ESA/CSA/STScI
სახლი კალიფორნიაში, მარიპოზას ოლქში. იოსემიტის ეროვნულ პარკში გაჩენილმა ხანძარმა 16 000 აკრი მოიცვა. [23 ივლისი] Noah Berger/AP
კანადელი სუპერმოდელი, ლინდა ევანგელისტა 15-წლიანი პაუზის შემდეგ ნიუ იორკის მოდის კვირეულზე, Fendy-ს ჩვენებაზე Tiffany-ს კაბით დაბრუნდა. [10 სექტემბერი] AP
დედოფალი ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ პრინცი უილიამი, პრინცი ჰარი, ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი საზოგადეობაში ერთად პირველად გამოჩდნენ. [10 სექტემბერი] Chris Jackson/Pool/AFP/Getty Images
დედოფალ ელისაბედ მეორეს საჯარო პანაშვიდი ვესტმინსტერის ჰოლში [16 სექტემბერი] Daniel Leal/Pool/AP
ელისაბედ მეორეს კუბოს შესვენება უინძორების ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის კაპელაში. [19 სექტემბერი] Jeff J. Mitchell/Pool/AP
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, სტამბოლში ირანის საკონსულოსთან ირანელი ქალი თმას იჭრის. [21 სექტემბერი] Getty Images
ლეგენდარული ჩოგბურთელები, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადლი, ფედერერის კარიერის ბოლო მატჩის დროს. [23 სექტემბერი] Ella Ling/Shutterstock
სუპერმოდელ ბელა ჰადიდს პარიზის მოდის კვირეულზე, Coperni-ს ჩვენებაზე შიშველი სხეული საღებავით დაუფარეს. [30 სექტემბერი] Julien de Rosa/AFP/Getty Images
ბრიტანეთის პრემიერი, ლიზ თრასი დაუნინგ სთრითზე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს. თრასმა თანამდებობაზე რეკორდულად მცირე დრო, 49 დღე გაატარა. [20 ოქტომბერი] Henry Nicholls/Reuters
მეფე ჩარლზ მესამეს და ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში, ლონდონი. [25 ოქტომბერი] Aaron Chown/Pool/AP
ილონ მასკი Twitter-ის სათაო ოფისში, სან ფრანცისკო [26 ოქტომბერი] Elon Musk/Twitter/AFP/Getty Images
SpaceX Falcon-ის გაშვება, ფლორიდა [1 ნოემბერი] John Raoux/AP
ხერსონი გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს მოქალაქეები ეგებებიან [12 ნოემბერი] Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images
გერმანიის ნაკრების პროტესტი კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნაკრებებს თამაშებზე ლგბტ თემის მხარდამჭერი OneLove სამკლავურით გამოსვლა აუკრძალეს. [23 ნოემბერი] Visionhaus/Getty Images
იტალიელი აქტივისტი, მარიო ფერი პორტუგალიისა და ურუგვაის თამაშის დროს მოედანზე ლგბტ თემის, უკრაინისა და ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდამჭერი ატრიბუტიკით შეიჭრა. [28 ნოემბერი] Abbie Parr/AP
არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი ნანატრ მსოფლიო ჩემპიონატის თასს კოცნის. [18 დეკემბერი] Julian Finney/Getty Images
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის თასის აღმართვისას. [18 დეკემბერი] Shaun Botterill/FIFA/Getty Images
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს. [21 დეკემბერი] Chip Somodevilla/Getty Images
აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები თეთრი სახლის კოლონადაში [21 დეკემბერი] BRENDAN SMIALOWSKI/AFP
2022 წლის საუკეთესო ფოტოებირუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდედოფალი ელისაბედივოლოდიმირ ზელენსკი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:58

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:13

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:08

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 00:14

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე

კიევთან შეთანხმების შემდეგ უნგრეთი EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესს აღარ შეაფერხებს
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 00:04

კიევთან შეთანხმების შემდეგ უნგრეთი EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესს აღარ შეაფერხებს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5ბუდანოვი: ზელენსკიმ დაგვავალა, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ვცადოთ

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში