მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: სააკაშვილი შეიძლება ნებისმიერ დღეს გარდაიცვალოს

სააკაშვილი გაცილებით უარესად გრძნობს თავს, ვიდრე მე ვიხილე იგი ოქტომბრის დასაწყისში. ჩემმა ექსპერტებმა, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოები არიან, ნახეს კადრები და შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად გაუარესდა მისი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს გახლავთ განსაკუთრებით გადაუდებელი სიტუაცია. იგი შეიძლება გარდაიცვალოს ნებისმიერ დღეს. მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მკურნალობა. სხვა გზა არ არსებობს. ამ აზრზეა მსოფლიოს მრავალი ლიდერი. მნიშვნელოვანია სააკაშვილი საპატიმროდან გამოვიყვანოთ, რაც შეიძლება სწრაფად, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე და საქართველოს სახე.

ამბობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ფორმულას ეთერში.

კომენტარები