მკვლელობა

თბილისში ფინანსური დავის ნიადაგზე ცოლ-ქმარი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამიმინისტროს ცნობით, თბილისში ფინანსური დავის ნიადაგზე ცოლ-ქმარი მოკლეს.

უწყებისვე ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს. 

ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა". - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები