რუსეთი-ბელარუსი

რუსეთმა ბელარუსს თავდაცვის სარაკეტო სისტემა Тор-М2К გადასცა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა ბელარუსს თავდაცვის სარაკეტო სისტემების Тор-М2К-ის კიდევ ერთი პარტია გადასცა.

იარაღი სამხედრო ტექნოლოგიების თანამშრომლობის შესახებ არსებული ბელარუსი-რუსეთის მთავრობათაშორისი შეთანხმების ფარგლებში მიაწოდეს. ეს სარაკეტო სისტემა უახლოეს დღეებში მათ არმიის ქვედანაყოფებს გადაეცემა. სისტემების ასამუშავებლად პერსონალი უკვე გადამზადებულია.

თავდაცვის მინისტრის თანაშემწე, ლეონიდ კაჩინსკიმ თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები Тор-М2К სხვადასხვა სახის საჰაერო სამიზნეების ჩამოგდებისთვის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

კომენტარები