რამზან კადიროვი

პუტინმა კადიროვი ალექსანდრ ნეველის ორდენით დააჯილდოვა

რამზან კადიროვის დაჯილდოება ვლადიმირ პიუტინის მიერ, 2022 წლის 22 დეკემბერი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ალექსანდრ ნეველის ორდენით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

კადიროვის თქმით, პუტინმა ის "ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალებების ეფექტიანად გადაჭრისთვის" დააჯილდოვა.

"ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეო სამსახურში ჩემი მოკრძალებული ღვაწლის მსგავსი შეფასება დიდი პატივია. უზომოდ ვამაყობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო მივიღე უმაღლესი მთავარსარდლისგან, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ლიდერისა და ჭეშმარიტი პატრიოტის ცხადი მაგალითია". – წერს კადიროვი.

კომენტარები