ბელარუსი

ბელარუსი უკრაინისა და რუსეთის მოსაზღვრე რეგიონის ნაწილებში გადაადგილებას ზღუდავს

ოთხშაბათს, 21 დეკემბერს ბელარუსის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და რუსეთის მოსაზღვრე სამხრეთ-აღმოსავლეთ გომელის ოლქთან წვდომა შეიზღუდება.

ბელარუსის მთავრობამ თავის ვებსაიტზე განაცხადა, რომ "დროებით იზღუდება შესვლა, დროებით დარჩენა და მოძრაობა სასაზღვრო ზონაში გომელის რეგიონის ლოევსკის, ბრაგინსკისა და ხოინიკის რაიონებში".

რუსულმა ძალებმა ბელარუსი თებერვალში უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმისას გამოიყენეს. ბოლო თვეებში რუსეთისა და ბელარუსიის სამხედრო აქტივობა გაიზარდა. 

განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, თუმცა აღნიშნულია, რომ შეზღუდვა არ ეხება ოფიციალურ პირებს, მუშებს და ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს.

ბელარუსმა ანტიდივერსიული წვრთნები და დაუგეგმავი სამხედრო მზადყოფნის შემოწმება გომელის ოლქში 11 ოქტომბერს დაიწყო. რუსი სამხედროები ბელარუსში ოთხი დღის შემდეგ ჩავიდნენ და მეზობლების რეგიონული ჯგუფის წრთვნებს შეურთდნენ. ბელარუსის შეიარაღებული ძალების დაუგეგმავი სამხედრო მზადყოფნის შემოწმება 19 დეკემბერს დასრულდა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელარუსში ორშაბათს, 19 დეკემბერს ჩავიდა. 2019 წლის შემდეგ ეს ქვეყანაში მისი პირველი ვიზიტია, რამაც კიევში შიში გააჩინა იმის შესახებ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს მოკავშირეზე და უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გაახსნევინოს.

კომენტარები