გერმანია

გერმანიის სასამართლომ გაასამართლა 97 წლის ქალი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა

გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ სცნო 97 წლის ქალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 10 505 ადამიანის მკვლელობაში მიუძღვის წვლილი.

ირმგარდ ფურხნერი 1943-1945 წლებში პოლონეთში, ქალაქ გდანსკთან ახლოს მდებარე შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში სტენოგრაფისტად და მბეჭდავად მუშაობდა. ის ამ დროს არასრულწლოვანი იყო.

სასამართლოს სპიკერის ინფორმაციით, 97 წლის ბრალდებულს ორ წლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

გამომდინარე იქიდან, რომ ფურხნერი დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო, ის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

კომენტარები