მიხეილ სააკაშვილი

ზარქუა ზელენსკის: შეურაცხმყოფელი ისაა, რომ სააკაშვილი პატივს არ სცემს უკრაინას, საქართველოს

ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის, რომლის მოქალაქეცაა თავად, საზღვრებს და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა.

[...] სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომლებიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა და როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი, ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა აქვს. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას "სისასტიკე" უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის კლინიკაში გადაიყვანონ.

კომენტარები