თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

დროა კირთაძეზე: პროვოკაციებით ოცნება ვერ შეძლებს თავისუფალი ადამიანების ბრძოლის შეჩერებას

დროა

"ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, უკვე ყოველდღიურობა გახდა კრიტიკულად განწყობილი და მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობა" - ასე ეხმაურება პარტია დროა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას.

"მმართველი პარტიის მიერ, დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები დღისით, ქუჩაში, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმას. 

მსგავსი პროვოკაციებით ქართული ოცნება ვერ შეძლებს თავისუფალი ადამიანების პროტესტისა და ბრძოლის შეჩერებას. მეტიც, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გაუწევს წინააღმდეგობას ოცნების რუსულ, ძალადობრივ მმართველობას." - ნათქვამია განცხადებაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. ამის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჟურნალისტი ყვება, დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.

კომენტარები