რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი კისინჯერზე: ვერც ამ ომის არსი გაიგო და ვერც მისი გავლენა მსოფლიო წესრიგზე

"ბატონმა კისინჯერმა კვლავ ვერაფერი გაიგო. ვერც ამ ომის არსი და ვერც მისი გავლენა მსოფლიო წესრიგზე". – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰენრი კისინჯერს ეხმაურება, რომელიც წერს, რომ დროა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, ხოლო რუსეთის "ისტორიული როლის" დაკნინება არ შეიძლება. 

"გამოსავალი, რისკენაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოგვიწოდებს, მაგრამ ეშინია, რომ ხმამაღლა თქვას, მდგომარეობს შემდეგში: უკრაინის ნაწილების დათმობით, დააწყნარეთ აგრესორი და მოიპოვეთ აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ მშვიდობის გარანტიები". – წერს პოდოლიაკი. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რაც უკრაინის ტერიტორიების დათმობას გამოიწვევს, პუტინის გამარჯვება იქნება.

"მარტივი გამოსავლის ყველა მხარდამჭერს უნდა ახსოვდეს: ეშმაკთან ნებისმიერი შეთანხმება - ცუდი მშვიდობა უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ - იქნება გამარჯვება პუტინისთვის და მსოფლიოს ავტოკრატი მმართველებისთვის წარმატების რეცეპტი". – წერს პოდოლიაკი.

მანამდე, კისინჯერმა თქვა, რომ, მართალია, თავიდან უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არ ემხრობოდა, მაგრამ რუსეთის მოქმედებების გათვალისწინებით, მისი თქმით, NATO უკრაინას უნდა მოექცეს ისე, როგორც მის წევრს.

კომენტარები