რეკლამა

(რ) ყველაზე მოთხოვნადი მობილური ტელეფონები

საახალწლო სამზადისი მხოლოდ ნაძვის ხითა და მოსართავებით არ შემოიფარგლება, სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს საახალწლო საჩუქრები.

ამ პროცესის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს და ფიქრს, იმის შესახებ თუ რით გაახარონ ოჯახის წევრები თუ საყვარელი ადამიანები.

ბევრ სხვა ვარიანტთან ერთად აუცილებლად განიხილეთ მობილური ტელეფონი, რომელიც ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და ყოველთვის დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული.

თუ არ გაქვთ დრო, მოიაროთ სხვადასხვა მაღაზიები სმარტფონის შესარჩევად, ამაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან ფიზიკური მაღაზიების ციფრული პლატფორმა extra.ge მობილურების უდიდეს არჩევანს გთავაზობთ.

გარდა არჩევანისა, ექსტრას უპირატესობა მისაღები ფასებია და თუ ისეთ პროდუქტს შეარჩევ, რომელსაც საუკეთესო ფასის ნიშანი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ამ ფასზე ნაკლებად ვერსად ნახავ და აუცილებლად უნდა იყიდო.

უფრო ზუსტად კი - საუკეთესო ფასის გარანტია არის მომხმარებლისთვის მიცემული პირობა, რომ იმ კონკრეტულ პროდუქტს აქვს ყველაზე დაბალი ფასი და თუ იმავე ნივთს უახლოესი 24 საათის განმავლობაში უფრო ნაკლებ ფასად სხვაგან ნახავ, ექსტრა აგინაზღაურებს სხვაობას.

ფასის ხელმისაწვდომობაში თუ უკვე დარწმუნდით, დროა, განვიხილოთ, რა ბრენდებია წარმოდგენილი ექსტრაზე. საიტზე ნებისმიერი გემოვნების და ბიუჯეტის მქონე ადამიანი შეძლებს სასურველი სმარტფონის შეძენას, აქ ნახავთ, როგორც Samsung- ის ახალი კონცეფციის დასაკეც ტელეფონებს, ასევე Apple- ის  iPhone -ების სერიას, ბიუჯეტურ, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად Xiaomi-ს, Google-ს, Realme-ს და კიდევ სხვა მრავალი ბრენდის ნაწარმს.

IDC-ის ანალიტიკოსებმა მობილური მოწყობილობების ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით, 2022 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სმარტფონად iPhone 13 დაასახელეს. მეორე ადგილზე იყო Apple-ის კიდევ ერთი მოდელი - iPhone 13 Pro Max. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომხმარებლები მზად არიან გადაიხადონ მეტი, რათა მიიღონ სმარტფონი დიდი ეკრანით, კარგი ელემენტითა და კამერით. მესამე ადგილზე იყო შედარებით ხელმისაწვდომი Samsung  Galaxy A12, რომელიც უკეთ იყიდებოდა, ვიდრე სამხრეთ კორეული გიგანტის სხვა მოდელები.

ჩამოთვლილი მოდელები და არამარტო ისინი შეგიძლიათ შეიძინოთ ექსტრას საიტზე როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით. იმ შემთხვევაში თუ 6-თვიანი განვადებით ისარგებლებთ, გადაიხდით ზუსტად ნივთის ღირებულებას და არცერთი თეთრით მეტს!

ექსტრას კურიერები კი ახალ ტელეფონს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგიტანენ
იქ, სადაც გაგიხარდებათ.

კომენტარები