რატი ბრეგაძე

დეკანოიძე: რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, რომელიც დღეს პარლამენტში მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე, პირდაპირ. ეს ადამიანი ახლა პროკურორისა და გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს, არათუ აქ იდგეს და საქართველოს მოსახლეობას რეალურად თვალში ნაცარს აყრიდეს. მას თავხედობა ჰყოფნის, რომ აქ მოვიდეს და თქვენც ახლა ყველა, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე. ის არის ადამიანი, რომელსაც პირდაპირ სიკვდილის ქრონიკა აქვს გამოცხადებული. რატი ბრეგაძე ახლა აქ არ უნდა იდგეს, პროკურატურაში უნდა იჯდეს და იმ კითხვებს პასუხობდეს, რომელიც მასთან ქართულ საზოგადოებას აქვს. ბატონო რატი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან მალე, აუცილებლად წარდგებით ქართული მართლმსაჯულების წინაშე. სისხლის სამართლის საქმეში გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით - სააკაშვილი-რატი ბრეგაძე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს. პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენა მიმდინარეობს.

კომენტარები