ჰოლივუდი

მეთ დეიმონის თქმით ჯორჯ კლუნიმ მსახიობ რიჩარდ ქაინდის ლანჩის კონტეინერში მოისაქმა

Deadline

ახლო წარსულში ჯორჯ კლუნიმ კენედის ცენტრის საპატიო ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა კლუნის დიდი ხნის მეგობარი და მსახიობი მეთ დეიმონი.

"ჩემ მეგობარ ჯორჯ კლუნიზე ხშირად ამბობენ, რომ ჰოლივუდის უკანასკნელი კინოვარსკვლავია. გადავწყვიტე ამ თემაზე ცოტათი ვიმსჯელო. რა თქმა უნდა კენედის ცენტრი მართლაც უდიდეს ვარსკვლავებს აჯილდოებს, მათ შორის არიან კერი გრანტი, ჰენრი ფონდა, პოლ ნიუმენი, გრეგორი პეკი. მათ რიცხვს შეუერთდა ჯორჯიც, რომელმაც რიჩარდ კაინდის ლანჩის კონტეინერში მოისაქმა". – ამბობს კლუნი.

ქაინდი ასევე კლუნის დიდი ხნის მეგობარია, რომელიც დაჯილდოებაზე იმყოფებოდა და დეიმონის მონაყოლის ავთენტურობა დაადასტურა. 

წყარო: Fox News

კომენტარები