მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კახაძე სააკაშვილის პროცესზე: ლეპტოპი არ გვაქვს? გაგვიჭირდა მიტანა? რატომ არ მივიტანეთ

აქედან ვსვამ შეკითხვას, რა მოხდა, რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი... მე არ ვიცი ახლა, ხო ხედავთ ველოდებოდი სასამართლოს და ახლა შენგან გავიგე და ვსვამ კითხვას, ვეკითხები, ვისაც ევალებოდა - ლეპტოპი არ გვაქვს, მართლა და გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა? რატომ არ მივიტანეთ. აი, ვსვამ [კითხვას], შენ რა გგონია ეს დეპუტატი ვარ და რაღაცა ვალდებულებები მაქვს, სიტყვას ვერ ვიტყვი? მე ყველაფერს ვლაპარაკობ, ადამიანებს პირში ველაპარაკები.

[...] აი, ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები - რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი, აი აქედან თქვენთან ერთად დავსვი ეს შეკითხვა, მე სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს და ამ პასუხის შემდეგ გავაკეთებდი ჩემს კომენტარს. ახლა მე მარტო კითხვის დასმა შემიძლია.

უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ პალიტრანიუსის წამყვანის კითხვას, რომ ის რომ ქართული ოცნების დეპუტატი ყოფილიყო დასვამდა შეკითხვას, როგორ მუშაობს იუსტიციის სამინისტრო თუ არ აქვთ ლეპტოპი და ინტერნეტი.

14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ვერ ჩაერთო და მიზეზად დასახელდა, რომ კლინიკა ვივამედს "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს". 

კომენტარები