მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე: მესამე პრეზიდენტი კი არა, სააკაშვილი პირველი მკვლელი, ავანტიურისტი და დიქტატორია

უკვე მართლა აღმაშფოთებელია ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, მართლა ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი მიხეილ სააკაშვილზე. გუშინ მაგალითად 15 კილომეტრი ავტობანი გაიხსნა, ეს აინტერესებს ხალხს, არავის აინტერესებს მედიაში ეს ამბავი და აინტერესებთ კრიმინალი სააკაშვილი სად იქნება და როგორ იქნება. ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. როდესაც საუბარია პატიმრის უფლებებზე, შეგახსენებთ, რომ მათმა ხელისუფლებამ მოკლა რამდენიმე ასეული პატიმარი, მარტო პატიმარი და ამ რეჟიმის ბელადს ნუ გადაგვაყოლებთ რა, ამოვიდა ყელში ამაზე საუბარი. ამ რეჟიმის ბელადს ნუ გადაგვაყოლებთ. მიხეილ სააკაშვილი იყო იმ რეჟიმის ბელადი, რომელმაც საქართველოში მოკლა რამდენიმე ასეული პატიმარი, რაც ციფრებითაა დადასტურებული და მკვლელების ბელადზე უკვე მეხუთასე დღეა ვსაუბრობთ, რა უბედურებაა, სირცხვილი არ არის?! მე არ მაინტერესებს, ინტერესი არ მაქვს და რატომ გინდათ რომ დამაინტერესოთ მკვლელი სააკაშვილი?

ეს პატიმარი არის მით უმეტეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ციხეში. მას, მის რეჟიმს ჰყავს მოკლული მარტო რამდენიმე ასეული პატიმარი, მის ღალატს შეეწირა მარტო მარტო 2008 წლის აგვისტოში რამდენიმე ასეული ადამიანი, ბევრის სიცოცხლე შეეწირა, ასეულობით და ათასეულობით ადამიანის სიცოცხლე ამ რეჟიმის კისერზე და გინდათ, რომ საზოგადოებას შეეცოდოს? დაგვანებეთ თავი, არ გვაინტერესებს ჩვენ. .. სააკაშვილი დღეს უნდა იყოს ციხეში, მაგრამ არის საავადმყოფოში, რატომ ვერ გეტყვით...

მესამე პრეზიდენტი. რაის მესამე პრეზიდენტი? იყო დიქტატორი და მკვლელი. მესამე პრეზიდენტი კი არ არის  სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილი არის პირველი მკვლელი და დიქტატორი. 100 კაცს მარტო წელიწადში კლავდა ციხეებში, 500 კაცი შესწირა მარტო აგვისტოს ომს ავანტიურით და ღალატით და მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას სადაც ჩაწერა, რომ ქართულმა არმიამ დაიწყო ის ომი. ამას უწოდებთ თქვენ მესამე პრეზიდენტს, მესამე პრეზიდენტი კი არა პირველი ავანტიურისტი და მკვლელია სინამდვილეში. ამიტომ არის ღირსი რომ 6-წლიანი სასჯელი მოიხადოს, რაც აქვს შეფარდებული მართლმსაჯულების მიერ და აცალეთ სასჯელის მოხდა. დამთავრდა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. 

კომენტარები