ქართული ოცნება

ოდიშარია ოპოზიციას: თქვენი Tik-Tok მეომარი იყო, როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა [უკრაინიდან]

ბატონო პაატა მანჯგალაძე, ერთი თუ ყოფილხართ გმირთა მოედნის ობელისკთან კამერების გარეშე მისული? საერთოდ, აქედან რომ ომობთ, ამ სავარძლებიდან და მიკროფონებთან, მართლა დუქნის ლომები... წადი აბა, ადექი და თუ გეომება და მართლა ბიჭების გვერდით დგომა გინდა, მართლა გმირი ბიჭების, მართლა ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით. 

იყვნენ ჩვენი კოლეგებიც წასული, უჩუმრად და ბევრი ინტერვიუების, ეგზიბიციონიზმის გარეშე. სულ 2 Tik-Tok მეომარს იცნობს ეს ომი - ერთი ჩრდილოეთ კავკასიიდან [არის] და მეორე თქვენი Tik-Tok მეომარი იყო, რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თუ ჩემი ძმა ხარ, ერთი... ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, წამო ერთი, სახლში არ გაქვთ ნაძვის ხე, არ აუნთეთ თქვენს ბავშვებს? 

მიმართა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია საპარლამენტო ოპოზიციას. 

კომენტარები