რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას პირველად გაუგზავნის

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბულგარეთში
Reuters

ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას პირველად მიაწვდის მას შემდეგ, რაც დროებითმა მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ბულგარეთი უკრაინას ძირითადად მსუბუქ შეიარაღებასა და ტყვია-წამალს გაუგზავნის.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტარ სტოიანოვის თქმით, NATO-ს წევრ ბულგარეთს კიევისთვის სასურველი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების, MIG-19-ისა და SU-25-ის გაგზავნა არ შეუძლია. 

"ჩემი მიდგომა იყო კონსერვატიული, რადგან მე მჭირდება ბულგარეთის თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. დახმარება სრულად შეესაბამება უკრაინის პრიორიტეტებს, მაგრამ ჩვენ არ ვაგზავნით S-300 სისტემებს, არც MIG-29 და SU-25 თვითმფრინავებს". – თქვა სტოიანოვმა Nova TV-სთან საუბრისას. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორით გაიზარდა. 

"ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების თვალსაზრისით ეხმარებიან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორით გაიზარდა. მადლობას ვუხდი ბულგარეთის პარლამენტს პირველ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ისტორიული კენჭისყრისთვის. ის მალე ჩამოვა, რათა ჩვენი ჯარი გააძლიეროს და გამარჯვება კიდევ უფრო მოაახლოოს". – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები