მიხეილ სააკაშვილი

ალასანია ფოტოებზე: მტრული განზრახვით არის გავრცელებული, ვითომ მშვენივრად არის

ჩემს შვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა, ერთად ყოფნის დროს, ის, რა თქმა უნდა, იწვა და მე მის გვერდით ვიჯექი, ჩართული იყო კიევი. უკრაინამ აჩვენა უცებ ეს სურათი და თქვეს, ახლა იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებულიო. უკაცრავად, 10 კი არა, 25 აქვს იმის შემდეგ დაკლებული და იმის ლანდი აღარ არის, რაც მაშინ იყო. 

ვინც ეს გაავრცელა, ეს არის მტრული განზრახვით გავრცელებული, რომ ეჩვენებინათ, ვითომ არაფერი არ უჭირს, მშვენივრად არის, რატომ უნდა ვიჩქაროთ, სად უნდა გადავიყვანოთ. მე არ ვიცი, როგორ მოხდა ამის გავრცელება, ძალიან გაკვირვებული ვარ. ამერიკელ ადვოკატსაც კი დაურეკა და კაცი აღშფოთებული რეკავდა, საერთოდ რა ხდება, მე არავითარი სურათი თვალით არ მქონდა ნანახი, რაზეა საერთო ლაპარაკიო. აქეთ-იქით იშვერენ ხელს, ვიღაცას უთქვამს საერთოდ, რომ ოჯახმა გაავრცელა, რომელმა ოჯახმა, ძალიან მაინტერესებს, ან საიდან მქონდა მე, როგორ მიმესვლებოდა... დალუქული შედის ეს მასალები სასამართლოში. 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ვივამედის დატოვების შემდეგ ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ფოტოებზე. გუშინ, 11 დეკემბერს ფორმულამ გაავრცელა სააკაშვილის ფოტოები, რომლებიც, თავდაპირველი განმარტების მიხედვით, ერთი თვის წინ იყო გადაღებული. მოგვიანებით ფორმულამ განმარტება ჩაასწორა და დაწერა, რომ ფოტოები აგვისტოში გადაღებულია. 

კომენტარები