მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დეკანოიძე: სააკაშვილი არის გაცილებით ცუდად, ვიდრე სურათზეა

მეგობრებო, ვიზიტორებისგან სააკაშვილის სურათების გადაღება არავის შეუძლია, არც მე და არც სხვა დეპუტატებს. ჩვენ ყველა პირად ნივთს გარეთ ვტოვებთ და დაცვასთან ერთად მაქსიმალურ შემოწმებას გავდივართ. გაუგებარი კომენტარები იწერება, რომ მე ან სხვას მიშას დღევანდელი მდგომარეობის სურათის გამოტანა შეუძლია. ეს არის კანონის დარღვევა და ამას ვერავინ შეძლებს. დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მიშა არის გაცილებით ცუდად, ვიდრე სურათზე. ბევრად, ბევრად ცუდად.

წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. შაბათის ფორმულამ კლინიკა ვივამედიდან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა. გადაცემის ცნობით, ეს სურათები 29 აგვისტოთი თარიღდება.

კომენტარები