რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: დასავლეთს 2020-ში ბელარუსის დაპყრობა, რუსეთთან ომის დაწყება სურდა

Mykhaylo Palinchak / SOPA Images/Sipa USA/AP

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკოს თქმით, დასავლეთს 2020-ში ბელარუსის დაპყრობა, რუსეთთან ომის დაწყება სურდა

"თქვენ ამისთვის [ომისთვის] ემზადებოდით. ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ ფაქტებს, 2020 წლის აჯანყების შემდეგ, თუ ყველაფერი დაეწყობოდა და სმოლენსკის ოლქის საზღვრამდე გავიდოდნენ [და] NATO-ს ჯარებით ჩვენთან ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდნენ, დონბასიდან რუსეთთან ომს დაიწყებდნენ". - თქვა ლუკაშენკომ.

რუსული და ბელარუსული სახელმწიფო მედიების ცნობით, 3 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შესახვედრად მინსკში გაემგზავრა.

ბელარუსი მოსკოვის ყველაზე მტკიცე მოკავშირეებს შორისაა. ამას ადასტურებს ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბელარუსმა მოსკოვთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართა. 

კომენტარები