მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დეგნანი: სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა

ამერიკის შეერთებული შტატები ბატონი სააკაშვილის საქმეს ძალიან ახლოდან აკვირდება. სახალხო დამცველის ოფისი ჩვენგან ნამდვილად შექებას იმსახურებს. მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში. საბოლოოდ, ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს.

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შუამდგომლობა პირველ დეკემბერს შეიტანა. 

კომენტარები