ბრიტნი გრაინერის საქმე

მოსკოვში დაპატიმრებული კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრეში გაცვალეს

Pikabu

საზღვარზე მარიხუანის გადატანისთვის დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტში გაცვალეს. ინფორმაციას გამოცემა CBS ავრცელებს.

წყაროზე დაყრდნობით CBS წერს, რომ გაცვლის წინადადებას რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად დათანხმდა. 

გრაინერი თებერვალში  შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.

კალათბურთელმა ბრალი აღიარა, სასამართლომ გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიკტორ ბუტი ცნობილი რუსი იარაღით მოვაჭრეა. 2008 წელს ის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით ამერიკელმა სამართალდამცავებმა დაიჭირეს, 2012 წელს ბუტს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი ზედმეტსახელია "სიკვდილით მოვაჭრეა", 2005 წელს მისი ბიოგრაფიის მიხედვით ფილმი იარაღით მოვაჭრე გამოვიდა, რომელშიც ბუტის პროტოტიპის როლი ნიკოლას კეიჯმა შეასრულა.

კომენტარები